ხარაგაულის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე კესო ჩხიკვაძემ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) გაიმარჯვა.
შარშანდელმა FLEX-ის გამარჯვებულებმა ამერიკულ სკოლაში დისტანციურად ისწავლეს.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს რისკი, რომ სიტუაცია შეიცვალოს, – ამბობს კესო ჩხიკვაძე, – ამ ეტაპზე თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს წასვლას საფრთხე არ ემუქრება. იმედია, მსოფლიოში ეპიდვითარება არ გაუარესდება. ყველანაირი ნორმების დაცვით მივფრინავთ ამერიკაში და ერთ აკადემიურ წელს ამერიკულ სკოლაში გავატარებ.
ჩვენი მასპინძელი ორგანიზაცია ეტაპობრივად არჩევს ოჯახებსა და შტატებს, რომლებშიც გადავნაწილდებით მოწავლეები. რომელ შტატში ვისწავლი და ვიცხოვრებ, ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. დაგეგმილია, რომ ამერიკაში აგვისტოში უნდა გავემგზავროთ.
ვცდილობ, დიდი წარმოდგენები არ შევიქმნა; ამერიკა ისეთი წარმომიდგენია, როგორსაც აქამდე ფილმებში ვხედავდი. ძალიან აღელვებული ვარ იმ ფაქტით, რომ მომეცემა შესაძლებლობა, რომ ამერიკა მე თვითონ გავიცნო, ამერიკულ ოჯახში ვიცხოვრო და მათი კულტურა შევიმეცნო, ქართული კულტურა გავუზიარო, ამერიკულ სკოლაში ვისწავლო. ეს ჩემთვის ძალიან აღმაფრთოვანებელია.
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საფუძველი შემიქმნა ბაზალეთის სკოლამ და პროექტებში მიღებულმა გამოცდილებამ. გიმნაზიაში გადმოსვლის შემდეგ აქტიურად ჩავერთე პროექტებში, სკოლისგან მუდმივად ვგრძნობ დახმარებასა და მხარდაჭრას. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია“.
ხარაგაულის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ამბობს, რომ კესო წარმატებული მოსწავლეა და მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ოქროს მედლის კანდიდატია.
„გვეამაყება კესოს თითოეული წარმატება და მიგვაჩნია, რომ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ძალისხმევით, ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ასეთ წარმატებებს მიაღწიონ“, – ამბობს დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
უნივერსიტეტმა „ალტაბრიჯი“ გამოაცხადა ესეების კონკურსი თემაზე „რას ნიშნავს შენთვის დამოუკიდებლობა“. ჟიურის გადაწყვეტილებით, ამ კონკურსში პირველი ადგილი კესო ჩხიკვაძემ დაიკავა.
კესოს საჩუქრად გადაეცემა მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წიგნების ნაკრები, „ალტერბრიჯის“ ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები და ტრენინგ-ცენტრის 200-ლარიანი ვაუჩერი.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია უერთდება მამა პავლეს მილოცვას და კესო ჩხიკვაძეს მომავალშიც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ. ჩვენც განსაკუთრებულად ვამაყობთ, რადგან კესო „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლის „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი