

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის FLEX-ის 2021 წლის გამარჯვებულთა პირველი ნაკადი აშშ-ში ამ დილით გაემგზავრა.
მათ შორისაა ხარაგაულის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე. კესო ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონის შტატში, ამერიკულ სკოლაში ისწავლის და ამერიკელ მასპინძელ ოჯახში იცხოვრებს. კესო ამ პროგრამის წლევანდელი ერთადერთი ხარაგაულელი მონაწილეა.
კესო ჩხიკვაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.
FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა და ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება. ამ პროგრამით, ყოველწლიურად, საქართველოდან 80 მოსწავლეს არჩევენ.
კესოსა და FLEX-ის დანარჩენ მონაწილეებს მშვიდობიან მგზავრობას, ამერიკაში კარგი გამოცდილების მიღებას და წარმატებულ სწავლას ვუსურვებთ.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი