
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე) „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა ზემო იმერეთში“.
ამ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალებისა და დამსაქმებლების მონაწილეობით, მიმდინარეობს ონლაინტრენინგები ქალთა შრომითი უფლებების შესახებ. გთავაზობთ ტრენინგის მონაწილეთა შეკითხვებს, ტრენერ ლია ფუტკარაძის პასუხებთან ერთად.
თამარ ტაბატაძე: – რამდენად კანონიერია, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომელთა (მაგალითად, დამლაგებლის) ხელშეკრულებებში სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო მითითებული არ არის.
პასუხი: – ეს არის დარღვევა და დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, თანამშრომელი რა პოზიციაზეა. არსებითი პირობაა, რომ ხელშეკრულებაში სამუშაო დრო ეწეროს. პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ ბაღების გაერთიანებას უნდა მიმართოთ; თუ იქ ვერ მოგვარდება, მერე – მერიას. შემდეგ, შესაძლებელია, პროფკავშირებს და სახალხო დამცველს მიმართოთ.
ია თაბუკაშვილი: – საბავშვო ბაღის თანამშრომლებს გვსურს რომ სამედიცინო დაზღვევით ვსარგებლობდეთ. რამდენადაც ვიცი, 2020 წლის იანვრიდან თბილისის ბაღების თანამშრომლები სარგებლობენ, საკრებულოს გადაწყვეტილებით.
პედაგოგის სტატუსს რომ მიიღებთ, მერე გექნებათ სამედიცინო დაზღვევაო. თუ თბილისის ბაღებში აქვთ და ჯერ არც ისინი არ არიან აღმზრდელ-პედაგოგები, ჩვენ რეგიონებში რატომ არ გვაქვს?
პრემიები, მეცამეტე ხელფასი არ გვეძლევა – თანაბარ პირობებში რატომ არ ვართ? სააღმზრდელო პროგრამა ერთნაირი გვაქვს, გამოცდაც ერთნაირად გვევალება და სხვადასხვა პირობებში კი გვიწევს მუშაობა. ონლაინ მეცადინეობა ჩვენ გვქონდა, თბილისს – არა; მათ ჩვენზე მეტი დაფასება აქვს. ამიტომ სტიმული გვეკარგება…
პასუხი: – საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა შესახებ „შრომის კოდექსში“ სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით ცალკე ჩანაწერი არ არსებობს. საბავშვო ბაღები ადგილობრივ თვითმმართველობას ექვემდებარებიან. ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების აღმზრდელები საქართველოს არც ერთ ქალაქსა და რეგიონში არანაირი სამედიცინო დაზღვევით არ სარგებლობენ.
ეკა გიორგობიანი: – გასული წლის ნოემბერში კოვიდი გადავიტანე, მსუბუქად. მაინტერესებს, შემეზღუდება თუ არა მუშაობის უფლება, თუ უარს ვიტყვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. ვარ ძალიან ალერგიული და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. სეზონების ცვლილებებისას ხშირად ალერგია მემართება და მდგომარეობიდან გადასხმების გარეშე ვერ გამოვდივარ.
პასუხი: – კორონავირუსი გლობალური თემაა. ჩვენ რაც შეგვიძლია, ეს არის პრევენცია, რაც გულისხმობს, რომ ჩემი წილი პასუხისმგებლობით ჯერ ჩვენ არ შეგვხვდეს ვირუსი და მერე – სხვას არ გადავდოთ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტებში მხოლოდ აცრილი ლექტორები და აცრილი სტუდენტები დაიშვებიან. ამჟამად ლექციები ჰიბრიდულად ტარდება – აცრილებთან პირისპირ და აუცრელებთან – ონლაინ.
შრომის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ რადგან ეს პანდემია მსოფლიო გამოწვევა და კარგა ხანს ასე გაგრძელდება, იმისთვის, რომ ადამიანებმა აიცრან, სახელმწიფომ და დამსაქმებელმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს.
თქვენ უნდა დაადასტუროთ და წარადგინოთ დამსაქმებელთან დოკუმენტი, თუ თქვენი აცრა არ შეიძლება. შემდეგ უკვე დამსაქმებელმა უნდა იმუშაოს – ფასილიტაცია მოახდინოს, რომ თქვენ შეძლოთ შრომის უფლების განხორციელება.
ქეთევან პავლაძე: – მაინტერესებს პედაგოგთა ტრენინგების შესახებ, – რამდენად სწორია, რომ მუდმივად გვაქვს ტრენინგები საათობით, თან არასამუშაო საათებში?
პასუხი: – თუ განვითარება გვინდა, ტრენინგზებზე დასწრება აუცილებელია. პროფესიულ გადამზადებას ჩვენი კვალიფიკაციის ზრდისთვის გავდივართ და ეს ანაზღაურების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
ხშირად ტრენინგები არ არის ისე ორგანიზებული, რომ მონაწილეთა უფლებები დაცული იყოს. ზოგჯერ ადამიანებს საკუთარ თავზე ზრუნვის დრო აღარ რჩებათ. ტრენინგები გონივრულად უნდა დაიგეგმოს. უბრალოდ ხომ არ ვიქნებით ტრენინგზე, – იქედან შედეგი უნდა წამოვიღოთ და თუ მომხმარებლების უფლების გათვალისწინება არ ხდება, ცუდია.
თქვენ შეგიძლიათ ტრენინგების გონივრულ დროს დაგეგმვა მოითხოვოთ. ამის უფლება გაქვთ.
მარიკა ხარატიშვილი: – ხარაგაულის საბავშვო ბაღში მეორე ცვლის აღმზრდელი ვარ და ძალიან დაბალი ანაზღაურებაა. 216 ლარად რომელი მამაკაცი იმუშავებს?! როდესაც ვამბობ, რომ დაბალი აანზღაურება მაქვს, მეუბნებიან, რომ ქალი ვარ და რას დავეძებ, სახლიდან გარეთ მაინც გამოვდივარ.
მაინტერესებს, აქვს თუ არა მენეჯერსაღსაზრდელთა სხვა ჯგუფში ჩემი გადაყვანის უფლება, ჩემი თანხმობის გარეშე?
პასუხი: -ეს არის სეგრეგაციის, დისკრიმინაციის საკითხები. დღეს საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობა ადამიანებისთვის მიმზიდველი არ არის იმიტომ, რომ სასურველი ანაზღაურება არ არის. ასაკის და სქესის მიხედვით დისკრიმინაცია არ შეიძლება.
ადამიანს, სამსახურის საშოვნელად, ლოკაციის შეცვლა არ უნდა უხდებოდეს. კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანების დასაქმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიმუშაოს დასაქმების ისეთი პოლიტიკა, რომ ნებისმიერ ასაკში თავს საჭიროდ ვგრძნობდე.
დამსაქმებელმა და მენეჯერმა ნებისმიერი სახის გადადგილება თანაშრომელთან შეთანხმების გარეშე და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ უნდა განახორციელოს. სამუშაო პირობები დეტალურად უნდა იყოს აღწერილი შრომით ხელშეკრულებაში. თუ პირობები არ მოგწონთ, შეიძლება მედიაციის დაწყება. ეს მენეჯმენტის კომპეტენციებია და ურთიერთშეთანხმების საკითხია. მენეჯერმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიიღოს.
ინგა კვინიკაძე: -შრომით ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს თუ არა განსაზღვრული სამუშაო დრო? ითვლება თუ არა უფლების დარღვევად სამუშაო დროის გადაცილება, ანუ ზედმეტი მუშაობა?
ჩემი აზრით, რაც ყველაზე მეტად მოუწესრიგებელია ამ მხრივ, დასაქმებულების არაინფორმირებულობაა, – წლის დასაწყისში რაღაცას ვაწერთ ხოლმე ხელს და რას ვაწერთ, არ ვკითხულობთ.
პასუხი: – ხელშეკრულებები-აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და დავაკვირდეთ, ხელს რაზე ვაწერთ.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის