

ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობისპროექტი სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მოიწონა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანისგან მოვიპოვეთ.
ხუნევის საბავშვო ბაღის აშენება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით იგეგმება.
„ეს პროექტი სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება და მათგან საბოლოო დასტურის შემდეგ შენობის ასაშენებლად ტენდერს გამოვაცხადებთ, – ამბობს დავით დევდარიანი, – საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან დაფინანსების მოსაპოვებლად სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს „დევების“ სკვერის რეაბილიტაციის პროექტიც წარვუდგინეთ.
საბჭო, სავარაუდოდ, ამ პროექტს ნოემბრის ბოლომდე განიხილავს“.
დავით დევდარიანის ინფორმაციით, ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება 619 ათასი ლარია.
ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა მოძველებული და ავარიულია.
ფოტოზე: ასე გამოიყურება ხუნევის საბავშვო ბაღის ამჟამინდელი შენობა
ამავე თემაზე
ხარაგაულის თვითმმართველობა ევროკავშირის კონკურსში ორი პროექტის წარდგენას აპირებს
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი