
ადამიანებმა, უმეტესწილად, არ იციან თუ რა ნივთიერებებისგან შედგება ყოველდღიური მოხმარების სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი.
მომხმარებელი, რომელიც მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, სრულიად დაუცველია. ხშირ შემთხვევაში, თვალისთვის მიმზიდველი პროდუქტების მიღმა ისეთი საშიში ნივთიერებები იმალება, რომლებმაც შეიძლება მძიმე დაავადებები გამოიწვიოს.
ერთ-ერთი ასეთი საშიში ნივთიერებაა სუდანი. იგი იწვევს სხვადასხვა სახეობის სიმსივნესა და გენების გადაგვარებას. „სუდანის“ ჯგუფის საღებავები, ძირითადად, წითელ დაფქულ წიწაკაში გვხვდება; შესაბამისად, ყველა იმ პროდუქტში, რომლის ინგრედიენტიც წითელი წიწაკაა, – მაგალითად, სვანური მარილი, აჯიკა, წითელი ტყემალი, კეტჩუპი, პომიდვრის საწებელი და კიდევ მრავალი სხვა.
სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად.
სურსათის ეროვნული სააგენტო სუდანის შემცველობაზე სურსათს ყოველწლიურად ამოწმებს. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 33 პროდუქტის შემოწმება დაგეგმილი. ეს პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის.
სწორედ ამიტომ, „მომხმარებელი.ge | Momxmarebeli.ge“-მ დაიწყო კამპანია სახელწოდებით – იცოდე რას ჭამ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც 1 ლარით დააფინანსოს იმ სურსათის გამოკვლევა, რომელიც საღებავ „სუდანით“ დაბინძურების რისკის ქვეშაა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის თქმით, ერთი ნიმუშის შესამოწმებლად 400 ლარია საჭირო. მინიმუმ 10 ნიმუში რომ შემოწმდეს, 4 ათასი ლარი უნდა შეგროვდეს. ამ დრომდე მოქალაქეების ჩართულობით 1500 ლარია მობილიზებული.
„ჩვენი ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა პროდუქტი სუდანის შემადგენლობაზე უკვე შეამოწმა, – ამბობს ვახტანგ კობალაძე,- შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ ზეპირი ინფორმაციით ვიცით, რომ ის არც ერთ პროდუქტში არ აღმოჩნდა. მათ მხოლოდ 33 პროდუქტი შეამოწმეს. ეს კი რეალურ სურათს ვერ მოგვცემს. საჭიროა ამ კუთხით უფრო მეტად გაფართოება.
ჩვენი კვლევის შედეგად თუ აღმოჩნდა რომელიმე პროდუქტში სუდანი, ბაზრიდან ამ პარტიების ამოღება მოხდება. მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას შემოწმებული სურსათის უვნებლობის შესახებ, რაც მათ დაეხმარება, უკეთ დაიცვან თავი მავნე სურსათისაგან.
მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენს მომავალ ინიციატივებში, სურსათისა თუ სხვა პროდუქციის უვნებლობის შესამოწმებლად“, -აღნიშნავს ვახტანგ კობალაძე.
2021 წლის 1 ივლისს საქართველოში უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები ამოქმედდა სავაჭრო ქსელში განთავსებული შემდეგი პროდუქციისათვის:
აღნიშნულ პროდუქციაზე კონტროლს ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს. ვახტანგ კობალაძის თქმით, საწყის ეტაპზე კონტროლი ძალიან სუსტია.
„ჩვენ მესამე კვარტლის ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ქვეყნის შიგნით შემოწმებულ სათამაშოებში არაფერი იყო აღმოჩენილი. იმპორტირებული სათამაშოების შემთხვევაში, დოკუმენტური შემოწმებები განუხორციელებიათ. ბევრი პარტია საბაჟოს მიერ ქვეყანაში არ შემოუშვიათ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის.
ბოლო წლებში პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და ბიჟუტერიაში კატასტროფული რაოდენობის ტყვია და კადმიუმი აღმოვაჩინეთ. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ პეტიცია შევიმუშავეთ და პარლამენტს მივმართეთ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომისიამ ეს პეტიცია თავიდან ენთუზიაზმით განიხილა. შემდეგ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროში გადააგზავნა. ჯანდაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა, ეკონომიკისამ – არა. ამას რეალური შედეგი არაფერი არ მოჰყოლია“.
ათეული წლის ფარგლებში თუ განვიხილავთ, მომხმარებლის ცნობიერება შედარებით გაზრდილია. ვახტანგ კობალაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, საერთო დონე მაინც დაბალია.
„ზოგჯერ გაოცებულიც კი ვარ ხოლმე, რომ ადამიანები ყურადღებას ელემენტარულ საკითხებს არ აქცევენ. მაგალითად, არ კითხულობენ ეტიკეტს იმ პროდუქტებზე, რომელთაც ყოველდღიურად მოიხმარენ. არ იციან ვის მიმართონ, როდესაც სურსათში რაიმე დარღვევას აღმოაჩენენ.
ინფორმირებულობის დონე დაბალია და ამ კუთხით კიდევ ბევრია სამუშაო. დღეისათვის სამომხმარებლო პროდუქტების უმრავლესობა არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება და სახელმწიფოს მხრიდანაც არ არის უსაფრთხოების მოთხოვნები დაწესებული.
მომხმარებელი იურიდიულად არ არის აღჭურვილი იმ შესაძლებლობით, რომ ადვილად დაიცვას თავი. ჩვენ მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაციით ვეხმარებით. საჭიროების შემთხვევაში უფასო საადვოკატო მომსახურებასაც ვუწევთ“.
შემოწირულობის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor,
ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით:
თი-ბი-სი ბანკი: GE53TB7606836020100005
საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735.
მიმღები: ააიპ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: შემოწირულობა პროდუქციის კვლევისათვის.
შემომწირველთა სახელები და მათ მიერ გაღებული თანხები საიტზე გამოქვეყნდება. თუკი კონფიდენციალურობის შენარჩუნება გსურთ, საბანკო ბარათის მეშვეობით ჩარიცხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ სახელი არ დაწეროთ, ხოლო საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვის დროს, დანიშნულების ველში მიუთითოთ „კონფიდენციალური“.
ლიკა ხიჯაკაძე
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება
„დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო:
ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის
ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში