ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების დასკვნითი ეტაპისთვის 16 პროექტი შეირჩა.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ხარაგაულში, სოფელ ლაშის იგორეთში მცხოვრები ნინო მესხი დაგვიკავშირდა.
„გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამისთვის ჩემგან წარდგენილი მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის პროექტი დაიწუნეს, – ამბობს ნინო მესხი, – აუცრელი/გაუსტერილურებელი ძაღლები ქუჩაში თუ პრობლემას არ წარმოადგენდა ხარაგაულის მერიისთვის, ვერ ვიფიქრებდი.
ამაზე მერიის თანამშრომლებს ვესაუბრე კიდეც. ისინიც წუხდნენ, ძაღლები უკონტროლოდ მრავლდებიან და მიმხედავი არავინააო.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე ისეთი პროექტები გადაუყვანიათ, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტი ისედაც უნდა აფინანსებდეს, მაგალითად, – წყლის ჭაბურღილებს.
ხარაგაულში დეკორატიული აბრების მოწყობა თუ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა იქნებოდა, ვერ ვიფიქრებდი. გულწრფელად გაოცებული და იმედგაცრუებული დავრჩი.
მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის პროექტი დროებით, რამდენიმე წლით მაინც გამოასწორებდა ხარაგაულში ამ კუთხით უმართავ მდგომარეობას“, – ამბობს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ნინო მესხი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი