ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერის თანამდებობაზე კანდიდატი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.
ზესტაფონის მერობისთვის კენჭს იყრიან:
ბაქარ ხიჯაკაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“;
ლაშა ცხადაძე – „გახარია-საქართველოსთვის“;
ვასილ გველესიანი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
ბაქარ ხიჯაკაძე 2017-2019 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ის კენჭს ზესტაფონის მერის თანამდებობის დასაკავებლად „ნაციონალური მოძრაობიდან“ 2019 წლის რიგგარეშე არჩევნების დროსაც იყრიდა.
ზესტაფონის მერობის კანდიდატია ლაშა ცხადაძე პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“. ცხადაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანია. ის ამავდროულად საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ვიცე-პრეზიდენტია.
ვასილ გველესიანი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველია.
მან 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 30 ათასი ლარი შესწირა; პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2020 წელს – 40 ათასი ლარი, ხოლო 2021 წელს – 60 ათასი ლარი.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
ფსიქოლოგი, ეკონომისტი, იურისტი – ჭიათურის მერობის კანდიდატები
ზესტაფონის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი „ქართული ოცნების“ შემომწირველია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი