

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ამავე კომისიის დროებითი წევრი ნუნუ კოხოძე აირჩია.
შესაბამისად, ცესკომ გამოაცხადდა შესარჩევი კონკურსი #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საბუთების წარდგენა მატერიალური სახით შეუძლიათ ცესკოში 2021 წლის 22 და 23 სექტემბერს (10:00 საათიდან – 18:00 საათამდე). მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakansia@cec.gov.ge
#48 ხარაგაულის საოლქო კომისიაში წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არჩილ ბლიაძე ამავე კომისიის მდივნად აირჩიეს, ხოლო მისმა წინამორბედმა მაყვალა სულაქველიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,