#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ასარჩევად კომისიის სხდომა 20 სექტემბერს გაიმართა. სხდომას ოლქის 17 წევრიდან 15 ესწრებოდა.

მდივნის პოზიციაზე მხოლოდ ერთი – არჩილ ბლიაძის კანდიდატურა დასახელდა. კომისიის 14 – მა წევრმა მას მხარი დაუჭირა, ხოლო ერთმა – პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელიდან“ ქეთევან გიორგაძემ, თავი შეიკავა.

„მდივნის არჩევვისას, საარჩევნო კოდექსის რომელი მუხლით ვსარგებლობთ და რამდენად გვაქვს მდივნის არჩევის უფლება კომისიას არასრული შემადგენლობით, – დაინტერესდა ქეთევან გიორგაძე, – კომისიის მდივანს მხოლოდ მდივნის პოსტი რომ დაეტოვებიანა და კომისიის წევრად დარჩენილიყო, მაშინ სრული შემადგენლობით ვიქნებოდით და შეკითვებიც არ მექნებოდა. არჩილ ბლიაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ცესკო კომისიის ერთ წევრს რომ აირჩევს და კომისიის სრული შემადგენლობა შევიკრიბებით, არჩილს ჩემი მხარდაჭერა ექნება“.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გია ცისკაძემ ქეთევან გიორგაძეს მიმართა, რომ: „საოლქო კომისიამ მდივანი პროცედურების სრული დაცვით აირჩია და თქვენ შეგიძლიათ, ეს გადაწყვეტილება 5 დღის ვადაში გაასაჩივროთ“.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომისიის ყოფილმა მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.