სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“.
ეს პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება. „ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ სათემო რეინჯერებს ეროვნული პარკის სხვადასხვა ლოკაციაზე თვეში ერთხელ საველე გასვლები აქვთ.
გამონაკლისი იყო აგვისტო. რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ თვეში საველე გასვლა ვერ განხორციელდა, რადგან ეს გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. ლევან თაბუნიძე აღნიშნავს, რომ ეს ჩავარდნა მომავალ თვეებში ანაზღაურდება.
„პროექტის მიზანია ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდების ჩართვა ეროვნული პარკის საქმიანობაში, კონკრეტულად კი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. ასევე საზოგადოებაში ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება.
ამ პროექტით გვსურს სათემო რეინჯერის კონცეფციის განვითარება, რომელიც საკმაოდ აპრობირებულია დასავლეთის ქვეყნებში. იქ მოსახლეობა თავადაა ჩართული ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებში“, – ამბობს ლევან თაბუნიძე.
ამ პროექტის ფარგლებში 15 მოხალისე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ქალაქებიდან და დასახლებებიდან შეირჩა. მათ შორის არის სამი ხარაგაულელი მონაწილე – ნინო ჭიპაშვილი, მიხეილ ჯოგლიძე და ნინო მაღრაძე.
პროექტი „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“ ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.
ლიკა ხიჯაკაძე
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ფოტო
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
რას აპირებს „ნაკრესი“„სათემო რეინჯერებისა“ და „მოხალისე მეხანძრეების“ პროექტებით
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.