ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა.
ეროვნულ პარკში სტუმრობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ტურისტული სეზონის პიკი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. ამ დროს ვიზიტორებისთვის ყველა ტურისტული სერვისია ხელმისაწვდომი.
ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ზამთარში შედარებით მოკლევადიან ტურებს გვთავაზობს და ამასთან ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა არ არის. ამ პერიოდში ზამთრის ფეხსაცმელების ტურია მოთხოვნადი. ადრეული გაზაფხულიდან ეროვნული პარკის დამთვალიერებელს შეუძლია ისარგებლოს სალაშქრო, საცხენოსნო, მთის ველო, კულტურული და ეკოსაგანმანათლებლო ტურებით.
ბორჯომ-ხარაგულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ნათია მულაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე პოპულარული მაინც საცხენოსნო და სალაშქრო ტურებია.
„2021 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ექვსი ახალი მარშრუტი დაემატა, – ამბობს ნათია მულაძე, – გაკეთდა სამი ტურისტული თავშესაფარი. ნეძვის აღკვეთილში განვავითარეთ ტურისტული ინფრასტრუქტურა და მივიღეთ პირველი ვიზიტორები. წელს ეროვნული პარკის ტერიტორია, აბასთუმნის მხრიდან, 4 000 ჰექტარით გაფართოვდა. განვაახლეთ რეინჯერთა აღჭურვილობა.
ძალიან მალე მონიტორინგისა და პატრულირების ახალ სისტემაზე გადავალთ, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. სწორედ ჩვენი რეინჯერების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ ბრაკონიერობისა და სხვა უკანონო ქმედებების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ შემცირებულია.
უახლოეს მომავალში ბორჯომსა და ხარაგაულში დაგეგმილი გვაქვს ვიზიტორთა ცენტრების გახსნა. წლის ბოლომდე განვაახლებთ ტურისტულ თავშესაფრებსა და რეინჯერთა სადგურებს. 2021 წლის დასაწყისში რეინჯერთა ერთი სადგური დაიწვა და დაგეგმილია მისი აღდგენა“.
მანანა ბარამიძე გერმანიიდან ოჯახით სოფელ მარელისში საცხოვრებლად ჩამოვიდა. ჩვენ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
მანანა აღნიშნავდა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბუნების მსოფლიო ფონდისგან (WWF) გაკეთებული კოტეჯები მოუწესრიგებელია, ხიდები არ ფუნქციონირებს. ასევე წუხდა იმ საკითხზეც, რომ რეინჯერებმა უცხო ენა არ იციან და არ აქვთ საინფორმაციო მასალა არც ერთ ენაზე. დავინტერესდით, რას აკეთებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ნათია მულაძე აღნიშნავს, რომ ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება ყოველწლიურად ხდება. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც წელსაც განაახლებს რამდენიმე ტურისტულ თავშესაფარსა და რეინჯერთა სადგურს.
„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ტურისტული თავშესაფრები მოუწესრიგებელია. ეს თავშესაფრები ზღვის დონიდან ორიათას მეტრზე, ან კიდევ უფრო ზემოთ მდებარეობს.ზამთარში, ამინდის გამო, ისინი ხშირად ზიანდება, – აღნიშნავს ნათია მულაძე, – ყოველწლიურად ყველა ინფრასტრუქტურის სრული განახლება არა, მაგრამ მცირე შეკეთებები ხდება ხოლმე.
ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი მოშორებით მდებარეობს და რთული რელიეფის გამო ძნელდება მისვლა, რათა შევამოწმოთ და გაკეთდეს ხარჯთაღრიცხვა. სწორედ ამიტომ, ტენდერის გამოცხადება დროში იწელება. წელს ოთხი თავშესაფრის გაკეთება გვაქვს დაგეგმილი. ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებას მუდმივად ვახორციელებთ.
მეორე საკითხს რაც შეეხება, რეინჯერებს უცხო ენის ცოდნა არ მოეთხოვებათ. გერმანიაშიც იშვიათია, რომ რეინჯერი უცხო ენაზე საუბრობდეს. რეინჯერის მოვალეობაა, ეროვნული პარკის დაცვა, ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება და დანაშაულის პრევენცია. შეიძლება ენის ბარიერი მართლაც იყოს, მაგრამ სამუშაო მოთხოვნაში ეს არ არის მითითებული.
ინფორმაციის მიღება თუ სურს ვიზიტორს, ვიზიტორთა ცენტრში უნდა მივიდეს. იქ მას ჩვენი სპეციალისტები დახვდებიან, რომლებიც უცხო ენებს ძალიან კარგად ფლობენ. მათ აქვთ საინფორმაციო მასალაც – ბუკლეტები, რუკები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ძალიან დიდია. ყველა შესასვლელთან საინფორმაციო დაფის დადგმა შეუძლებელია, მაგრამ ისინი ყველა მთავარ შესასვლელთანაა განთავსებული. ეს დაფები ორენოვანია და იქვე საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია“.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი