

ხარაგაულში, მეორე თვეა, კანალიზაციის ცენტრალური სისტემა შენდება.
ამ სამუშაოებს კომპანია „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ (დირექტორი ზურაბ ბარჯაძე) 1 890 360 ლარად ახორციელებს.
„ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა ორ ეტაპად წარიმართება, – ამბობს ზურაბ ბარჯაძე, – პირველ ეტაპზე სოლომონ მეფის ქუჩაზე ძირითად კოლექტორს ვამონტაჟებთ – მიწაში 200 და 400 მმ დიამეტრის მილებს ვათავსებთ. პირველი ეტაპის სამუშაოებს 2022 წლის თებერვალში დავასრულებთ“.
ზურაბ ბარჯაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მეორე ეტაპის სამუშაოების დასაპროექტებლად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება.
მეორე ეტაპის სამუშაოები ცენტრალურ სისტემაზე მოსახლეობის საკანალიზაციო მილების დაერთებასა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
ხარაგაულში, გასული საუკუნის 60-იან წლებში მოწყობილი კანალიზაციის სისტემა მოძველებული და გაუმართავია.
ნინო კაპანაძე
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი