4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგენა „2026 წლის გაფართოების პაკეტი“.

პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო – წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.

„2026 წლის გაფართოების პაკეტში“ საქართველოს შესახებ აღნიშნულია:

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული რჩება და ძალაში რჩება კომისიის შეფასება, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა.

საქართველო კვლავ არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციაში ასახულ ცხრა ნაბიჯს, რომელთა შესრულება საფუძვლად დაედო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპებისთვის, კანონის უზენაესობასა, ფუნდამენტური უფლებებისთვის და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობას.

თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებას არ დაუბრუნდება, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს.

ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა“.

ვრცლად გაეცანით ბმულზე