

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი რკინიგზაში დასაქმებულთა
ხელფასების გაზრდას მოითხოვს.
ამ მიზნით მათ დღეს, 9 ივნისს, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს წერილობით მიმართეს და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს.
„უკანასკლნელად მნიშვნელოვანი სახელფასო მატება რკინიგზელების ნაწილისთვის, ურთულესი მოლაპარაკებებისა და გაფიცვების ფონზე, 2014 წელს განხორციელდა, – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წერილში, – ხელფასის მატებამ „საქართველოს რკინიგზას“ იმჟამინდელი საოპერაციო ხარჯები 27%-ით გაზარდა.
2019 წელს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირსა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის წარმოებული კონსტრუქციული დიალოგის შედეგად რკინიგზელებისთვის ხელფასის 10%-ით მატება მოხერხდა, რითაც მდგომარეობა ოდნავ შემსუბუქდა.
დღევანდელი მოცემულობა კვლავ მძიმეა, მხოლოდ ამ წლის ინფლაციია 7,7% შეადგენს და 2014 წლიდან დღემდე, რკინიგზელების ხელფასის მსყიდველობითი უნარი 52,36%-ით არის შემცირებული.
თითოეულ რკინიგზელს კარგად აქვს გააზრებული, რომ კომპანიას არ უდგას საუკეთესო პერიოდი, მაგრამ აუცილებელია, ორმხრივი მოლაპარაკებები დროულად დავიწყოთ“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დაინტერესდა, დაიწყებს თუ არა „საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან მოლაპარაკებებს.
„საქართველოს რკინიგზადან“ ამ საკითხზე მოგვიანებით გვიპასუხებენ.
ნინო კაპანაძე
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული