
კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი კულტურული ღონისძიებები შემცირდა, ზოგი მათგანის ჩატარება კი საერთოდ აიკრძალა.
ამის შესახებ ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უფროსმა ირინე ჩხეიძემ საკრებულოში ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„ახლა იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ვემზადებით, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ, – 19 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი ფესტივალზე სპექტაკლით „იმერული რექვიემი“ წარდგება. 15 ივნისს ამ სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში კინოთეატრში შედგება. „იმერული რექვიემის“ ჩვენება ხარაგაულში 18 და 23 ივნისსაც დავგეგმეთ. შემდეგ კი ნებისმიერ დღეს ვითამაშებთ, როცა მაყურებელი მოითხოვს.
გვსურს, რომ ამ ზაფხულზე მუნიციპალიტეტის სოფლებში თოჯინების თეატრის სპექტაკლები გავმართოთ. შევიძინეთ ახალი თოჯინები და სექტემბრისთვის პატარა მაყურებლებს პრემიერას შევთავაზებთ.
ხარაგაულის სამუსიკო სკოლა რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. სამუსიკო სკოლასთან არსებული ბენდი „გრავე“ მუნიციპალიტეტის სოფლებში კონცერტებს გამართავს.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი 19 და 20 ივნისს სამხატვრო პლენერს „გამა“ გამართავს; ივლისში კი – პოეტ ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილ სპექტაკლს და სუხიშვილების „ოქროს ხანის“ სოლისტის, თენგიზ ურთმელიძის, საღამოს.
ღონისძიებებს, ძირითადად, ღია სივრცეში აწყობს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი. ზოგ ღონისძიებას ღია სივრცე ნამდვილად მოუხდა.
აუცილებელია ხარაგაულში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი შეიქმნას. მუზეუმში განთავსებული ფერწერული ტილოები ცალკე სივრცეში უნდა განთავსდეს. ხარაგაულის მუზეუმის დარბაზები ექსპონატებს ვეღარ იტევს. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ მუზეუმის კეთილმოსაწყობად, რაც ხარაგაულში ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის“.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“