

ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლის „იმერული რექვიემი“ პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში 15 ივნისს 16:00 საათზე გაიმართება.
რეჟისორ ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, სპექტაკლი კოვიდრეგულაციების დაცვით უნდა ჩატარდეს და 300 კაციან დარბაზში 150 მაყურებელი დაიშვება.
ბილეთის ღირებულება 5 ლარია.
„ვინც 15 ივნისს სპექტაკლზე დასწრებას ვერ მოახერხებს, განმეორებით ჩვენებას 18 ივნისს გავმართავთ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – 19 ივნისს კი სპექტაკლს ქუთაისში, იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარვადგენთ.
„იმერული რექვიემი“ რეზო კლდიაშვილის პიესის მიხედვით დავდგით. სპექტაკლი წინწკილას ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადართა ცხოვრებაზეა.
სიყვარულითა და დიდი ემოციით ველოდებით ჩვენ საყვარელ მაყურებელს. მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,