
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ახალი გამოფენისთვის ემზადება.
მუზეუმის სამ დარბაზში დამთვალიერებელს „ხელოვნების ქურუმის“, მხატვარ ლევან ცუცქირიძის, მისი შვილის – მამუკა ცუცქირიძის, ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების მიერ შესრულებული 300-მდე ნამუშევრის ნახვა შეუძლია.
ეს ნამუშევრები ხარაგაულის მუზეუმის სამ დარბაზშია განთავსებული. მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე ამბობს, რომ მუზეუმი ექსპონატებს ვეღარ იტევს და დამატებითი ფართი აუცილებელია.
„მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით, ხარაგაულში, შესაძლებელია, შეიქმნას თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარების ცენტრი და სამხატვრო სკოლა-სტუდია, სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები სახვით ხელოვნებას, ფერწერას, კერამიკას, ჭედურობას შეისწავლიან, – ამბობს ნინო დიდიძე, – ჩვენი მუზეუმის პირობებში ეს წარმოუდგენელია.
ის ექსპონატები, რომლებიც მუზეუმში წლების განმავლობაში მუდმივად გვქონდა გამოფენილი, ფონდში გადავიტანეთ.
დარბაზი, სადაც სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი ხარაგაულელების შესახებ მასალებია გამოფენილი, განახლებას საჭიროებს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დამთვალიერებლებმა მათთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია თავად უნდა მიიღონ“.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში არსებულ პრობლემებზე საუბრობს კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე.
„მუზეუმის შენობის ფასადი სასწრაფოდ შესალესია, რადგან დაზიანებული კედელი ფონდში დაცულ ექსპონატებს საფრთხეს უქმნის, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – გამოჩენილი ხარაგაულელების დარბაზი განახლებას საჭიროებს, მოსაწესრიგებელია მუზეუმის მეორე სართულზე არსებული საგამოფენო სივრცე, დროებითი გამოფენებისთვის.
კარგი იქნება, თუ მუზეუმის წინა ფასადზე ფანჯრის ნიშები ექსპონატების ფოტო-ბანერებით დაიფარება. ეს მუზეუმის იერ-სახეს უფრო მიმზიდველს გახდის.
ხარაგაულის ცენტრსა და შემოსასვლელში აუცილებელია მუზეუმის შესახებ საინფორმაციო ბანერის განთავსება; განსაახლებელია მუზეუმის ეზოს მოწნული ღობე“.
„ხელოვნების ცენტრისა და სამხატვრო სკოლის გასახსნელად საჭირო ფინანსები არ გვაქვს, – ამბობს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი, – შეიძლება სამხატვრო სკოლა მუზეუმის მეორე სართულზე მოეწყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მხატვრებისთვის გადასახდელი თანხა არ გვაქვს.
მიმაჩნია, რომ მუზეუმი და სამხატვრო გალერეა ცალ-ცალკე უნდა ფუნქციონირებდეს.
მუზეუმის შენობაზე დამატებითი ფართის მიშენებას ვფიქრობთ.
მამუკა ცუცქირიძე ცდილობს, რომ შენობის პროექტი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით მომზადდეს. ხელოვნების ცენტრისთვის შენობის აგებას, სავარაუდოდ, 300-დან 800 ათას ლარამდე თანხა დასჭირდება.
ყველანაირად ვიბრძოლებ, რომ 2022 წელს ხარაგაულში მუზეუმის შენობა განახლდეს“.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა