
დღეს, 28 აპრილს, ხარაგაულში ტრადიციული საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა.
საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს ზრდასრულთა განათლების ცენტრის კერვის, თექისა და მაკრამის შემსწავლელი კურსების სტუდენტებმა, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მაკრამისა და მარელისის სკოლაში არსებული ხის მხატვრული დამუშავების წრის მოსწავლეებმა და ინდივიდუალურმა ავტორებმა: სოფიკო მირცხულავამ, მარინა კურტანიძემ, მანანა თხელიძემ, ნინო ფერაძემ, ნინო ყიფშიძემ, ლალი ალექსიძემ, ირმა ყრუაშვილმა, ირმა ბუაჩიძემ.
„თექის ნამუშევრები ყოველთვის მომწონდა, – ამბობს თექის ნამუშევრების ავტორი თამარ ავალიშვილი, – პირველად ულამაზესი ჩანთები და შარფები მცხეთაში ვნახე. როცა ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში თექის შემსწავლელი კურსი გაიხსნა, მაშინვე გადავწყვიტე შემესწავლა.
საკმაოდ შრომატევადი საქმეა. როგორ უნდა ააწყო სხვადასხვა ფერის მატყლი, რომ ნამუშევარი გამოვიდეს და შემდეგ ისე დაამუშაო, რომ არ დაიშალოს.
გასულ წელს გია ყანჩელი რომ გარდაიცვალა, მისი მუსიკა „ყვითელი ფოთლები“ ამეკვიატა და თექით შევქმენი ამავე სახელწოდების ნამუშევარი, რომელიც ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩამოსულ გერმანიის ელჩს აჩუქეს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჩემი სამი ნამუშევარი „კესანები“, „ქალი ბერეტით“ და „ბაბუაწვერა“, რომელიც პირველი იზოლაციის დროს შევქმენი.
ლალი ალექსიძე ხელსაქმით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა.
„ნამუშევრებს სხვადასხვა მასალებით ვქმნი, იქნება ეს ქაღალდი, მუყაო, მცენარეები. რამდენიმე წელია ხელსაქმით ვარ დაკავებული და როდესაც რაღაც გარკვეულ მასალას დავინახავ, ვხვდები მისგან რა და როგორ შევქმნა. აქ ძირითადად წარმოდგენილია გაზაფხულის თემატური ნამუშევრები“, – ამბობს ლალი ალექსიძე.
მარელისის სკოლაში ხის მხატვრული დამუშავების წრეზე 12 მოსწავლე დადის. წრის პედაგოგი იზო გველესიანი ამბობს, რომ მოსწავლეები ამ საქმით ძალიან დაინტერესებულები არიან.
„პანდემიამ დაგვაზარალა. მოსწავლეები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვამეცადინე. ერთი თვეა, რაც მუშაობა დავიწყეთ და ბავშვები იმდენად მონდომებულები არიან, გამოფენისთვის ნამუშევრების მომზადებაც მოასწრეს. გამოფენაზე წარმოადგენილია საბა ფცქიალაძის, ლიკა ყიფიანისა და ლალი ტაბატაძის ნამუშევრები“, – ამბობა იზო გველესიანი.
„ვცდილობ, ნამუშევრები ჩემს ხელთ არსებული მასალებით შევქმნა, ხარაგაულში ბევრ მასალას ვერ ვშოულობ და მათ შესაძენად თბილისში მიწევს წასვლა, – ამბობს გამოფენის მონაწილე სოფიკო მირცხულავა, – თვითნასწავლი ვარ, თუმცა ჩემი ხელობა ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში კიდევ უფრო დავხვეწე. ყოველდღიურად რაღაც ახლის, ინოვაციურის შექმნას ვცდილობ და ვვითათარდები“.
„ძალიან ბევრი ადამიანია ხარაგაულში, ვინც ამ ჟანრში მუშაობს, ქმნიან სხვადასხვა საინტერესო ნამუშევრებს. მიგვაჩნია, რომ ასეთი გამოფენები მათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დღეს შევარჩიეთ ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი ადამიანები, რომლებიც ძირითად პროფესიასთან ერთად ხელსაქმით არიან დაკავებულები“, – ამბობს ხარაგაულის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე.
თამთა გოგოლაძე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო