
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის ვებინარი გაიმართა.
ვებინარის მონაწილეებმა ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ტიპებსა და ვაქცინაციისთვის მომზადების შესახებ მივიღეთ.
ეს საკითხები ჟურნალისტებს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა გაგვაცნეს.
დღეს მსოფლიოში მოქმედი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სამი სახისაა. ესენია – მესენჯერული, ვექტორული და ინაქტივირებული ვაქცინები.
მესენჯერული ეს არის ახალი ტიპის ვაქცინა, რომელზეც სამედიცინო სფერო ბოლო 30 წელია მუშაობს. მისი ფუნქციაა, ადამიანის უჯრედის შიგნით შეიტანოს კორონავირუსის ტიპის სპაიკის ანალოგი ცილა. სპაიკის ცილას გამრავლება არ შეუძლია, იმიტომ რომ ის არის მხოლოდ ვირუსის ნაწილი. ორგანიზმი იწყებს უცხო ცილის ამოცნობას და აკეთებს მობილიზაციას. ასე ყალიბდება ორგანიზმში სპაიკის ცილის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. ადამიანს როდესაც ნამდვილი ვირუსი შეხვდება, ორგანიზმი მოახდენს ვირუსის ბლოკირებას და ის ვერ მოახერხებს უჯრედში შეღწევას.
ვექტორული ვაქცინები მესენჯერულს წააგავს. აქ სპაიკის ცილის გადამტანად მოიაზრება ადამიანის ორგანიზმისთვის უვნებელი ვირუსი. ამ თვალსაზრისით გამოიყენება ადენოვირუსები. სწორედ მათზე ამაგრებენ სპაიკის ცილას. ამ გზით ცდილობენ, ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშაოს.
ინაქტივირებული ვაქცინები ყველაზე ტრადიციულია. სპეციალურ ნიადაგზე გამრავლებული კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსების ინაქტივირება ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვირუსები ცოცხლები აღარ არიან. მათი ორგანიზმში შეყვანა არის უსაფრთხო. ამის შემდგომ, როდესაც უკვე ცოცხალი ვირუსი შევა ორგანიზმში, ის ამოიცნობს მას.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილმა ხათუნა ზახაშვილის თქმით, „ვაქცინებზე ხელი ყველა ქვეყანას ერთნაირად არ მიუწვდება, რადგან ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. დღეს საკითხი დგას ისე, რომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რაც გაგვაჩნია. ის ვაქცინები, რომლებიც საქართველოშია, თავის ფუნქციას ასრულებს. არჩევანი სიცოცხლესა და ვაქცინაციას შორის გვიდგას. ვაქცინაცია გვიცავს სიკვდილისა და დაავადების მძიმე ფორმებისგან“.
პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ არცერთი ვაქცინა არ იძლევა გარანტიას, რომ არ დავინფიცირდებით.
„დაინფიცირდებით, მაგრამ არ მოხვდებით საავადმყოფოში და არ დაგჭირდებათ სასუნთქი აპარატი, – ამბობს ივანე ჩხაიძე, – თქვენ ამ ვირუსს მსუბუქად, ან საშუალო სიმძიმით გადაიტანთ. საქართველოში არსებული სამივე ვაქცინა ადამიანებს მძიმე შემთხვევისგან იცავს. ასტრაზენეკასა და ფაიზერის ვაქცინებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია უკვე გაიარეს. სინოფარმს რაც შეხება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გადაწყვეტილებას 26 აპრილს მიიღებს.
საზოგადოების ნაწილში ვაქცინების მიმართ გამომწვევი უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი მცირე დროში არიან შექმნილი. სტანდარტულად ვაქცინის შექმნას 15 წელი სჭირდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 11 თვეში შეიქმნა, მაგრამ მის შემუშავებაში გამოყენებული იყო ახალი ტექნოლოგიები. არსებობდა ძველი კვლევები კორონავირუსებზე, რომლებმაც პანდემიური დაავადებები – სარსი და მერსი გამოიწვიეს. მსოფლიო მედიცინას საკმაოდ დიდი რაოდენობის გამოცდილება დაუგროვდა იმისათვის, რომ ამ მოკლე პერიოდში შეექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
არცერთ ვაქცინას არ აქვს დაავადებების ჩამონათვალი, რომლის დროსაც არ შეიძლება იმუნიზაციის პროცესი. მხოლოდ სინოფარმს აქვს მითითებული ორი დაავადება, რომლის შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული ვაქცინაცია. ესენია:
კორონავირუსზე ვაქცინაციის წინ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთება სავალდებულო არ არის. ბრიტანულ შტამს რაც შეეხება, არცერთი ვაქცინა მასზე არ არის გათვლილი. მესამე ფაზის კვლევები არ მოიცავდა პაციენტებს ბრიტანულ შტამზე. დამცველობითი ფუნქცია აღნიშნულ შტამზეცც ექნება ვაქცინებს, მაგრამ არა ისე ეფექტური, როგორც ე.წ. ჩინურ ვარიანტზე.
ვაქცინაციის წინ სპეციალური კითხვარი ივსება. ადამიანებმა არ უნდა დამალონ სიმართლე. სინოფარმზე ვაქცინაცია რომ დაიწყება, იგეგმება კითხვების დამატება. იმუნიზაციის პროცესი კორონავირუსის გადატანიდან 120 დღის მერეა შესაძლებელი. შესაძლოა, დღეების რაოდენობა 90 დღემდე შემცირდეს.
ვაქცინაციით ერთად უნდა ვებრძოლოთ კორონავირუსს და დავამარცხოთ ის“.
ლიკა ხიჯაკაძე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო