

ხარაგაულის თვითმმართველობისგან ნადაბური-ხევი-უბისა-ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთი-ხარაგაულის მიმართულებით მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
ძირულას ხეობის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, წლებია, ითხოვს და ამ საკითხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პერმანენტულად აშუქებდა.
ტენდერში გამარჯვებული მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებას 6 732 ლარად გეგმავს. ტენდერი 7 200 ლარზე იყო გამოცხადებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მგზავრები ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით კვირაში ორჯერ უნდა გადაიყვანოს.
ორშაბათსა და ოთხშაბათს ტრანსპორტი ნადაბურიდან 07:30 საათზე უნდა გამოვიდეს, ხარაგაულიდან ხევის მიმართულებით 13:00 საათზე დაბრუნდეს.
მგზავრობის ღირებულება, 4 ლარის ნაცვლად, 1 ლარი იქნება, ხოლო შიდა გადაადგილება 0.50 თეთრი ეღირება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მოსახლეობას ტრანსპორტით 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოემსახუროს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,