
ხარაგაულის თვითმმართველობამ ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების თანადაფინანსებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი 7 200 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 10 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მგზავრები ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით კვირაში ორჯერ უნდა გადაიყვანოს.
ორშაბათსა და ოთხშაბათს ტრანსპორტი ნადაბურიდან 07:30 საათზე უნდა გამოვიდეს, ხარაგაულიდან ხევის მიმართულებით 13:00 საათზე დაბრუნდეს.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო შიდა გადაადგილება 0.50 თეთრი ეღირება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მოსახლეობას ტრანსპორტით 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით მომემსახუროს.
ძირულას ხეობის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას წლებია ითხოვს.
„მერიაში ვმსჯელობთ მუნიციპალური ტრანსპორტით უბისა-ღორეშა-სარგვეშის მოსახლეობის მომსახურებაზეც, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ტრანსპორტით მომსახურებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა, შესაძლოა, კიდევ გავზარდოთ“.
32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან.
1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სახლის წინ ტრაგედია დატრიალდა.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ქართულ-შვედურ
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან