„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, არაერთი ჯილდოს, მათ შორის ღირსების ორდენის მფლობელი, საუკეთესო პიროვნება, ერთგული მეუღლე, სანიმუშო ოჯახის მოსიყვარულე მამა და ბაბუა – შაქრო ამაშუკელი.

ამ დიდებულ ადამიანთან და მის მეუღლესთან – ნანული ალხაზიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ საახალწლოდ შემოგთავაზეთ.

შაქრო ამაშუკელისა და მისი მეუღლის 67-წლიან სიყვარულს ახლახან „ლიბერთი ბანკი“ გამოეხმაურა.

სინანული და გულისტკივილი გარდაცვალებას ყოველთვის ახლავს თან. განსაკუთრებით დასანანია, როცა შაქრო ამაშუკელის მსგავსი ადამიანები გვტოვებენ და სამარადჟამო სამყოფელში ინაცვლებენ.

შაქრო ამაშუკელმა ყველას გულში, ვინც კი მას იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა, – კეთილშობილი, ერუდირებული, კაცთმოყვარე ადამიანის სახელი სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა. ამიტომ მისი ხსოვნა ჩვენს გულებში არასდროს წაიშლება. ბატონი შაქროს სიცოცხლე მის ღირსეულ შთამომავლებში გაგრძელდება.

შაქრო ამაშუკელი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან. მისი ერთ-ერთ წერილი გალაკტიონი – პედაგოგი გალაკტიონ ტაბიძის ფარცხნალში მასწავლებლად მოღვაწეობას ეხება.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს შაქრო ამაშუკელის გარდაცვალების გამო.