

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღების ფუნქციონირება, საქართველოს მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან განახლდება და ამის წინაპირობა ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირება იქნება.
26 თებერვლის მდგომარეობით, ხარაგაულში მოქმედი 20 საბავშვო ბაღის 59 თანამშრომელი გაიტესტა; მათგან 46 – PCR ტესტით, 13 – სწრაფი ტესტით. სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. PCR ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტესტირება გრძელდება.
ხარაგაულში საბავშვო ბაღები მუშაობას ეტაპობრივად შეუდგებიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში ბოლო სამი დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ვირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში 535 ინფიცირებულია. მათგან 490 გამოჯანმრთელდა, 11 – გარდაიცვალა.
ხარაგაულში ამჟამად 34 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში ერთი პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა
12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული