

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბაღების გახსნის წინაპირობა ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირება იქნება.
პირველი მარტიდან ასევე იხსნება შემდეგი შეზღუდვები:
-უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;
-მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებენ;
-ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
-ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.
შეზღუდვების შემსუბუქების გრაფიკი იხილეთ ბმულზე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან