

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, პირველი მარტიდან საქმიანობას ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღები შეუდგებიან.
4 მარტიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების გარდა, ყველგან განახლდება. ამ ორ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღებას, სავარაუდოდ, 9 მარტიდან შეძლებენ.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსზე ტესტირება საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელმა უნდა ჩაიტაროს, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – რაც სოფლებში, 18 საბავშვო ბაღში, პირველ მარტამდე ვერ მოესწრება.
რაც შეეხება ვერტყვიჭალასა და საღანძილეს, ახალაშენებული შენობები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არ ჩაუბარებია. უახლოეს დღეებში ეს პროცესი დასრულდება და ამ ორ საბავშვო ბაღში სწავლა, სავარაუდოდ, 9 მარტიდან განახლდება“.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები საქმიანობას პირველი მარტიდან შეუდგებიან.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,