ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთი პოლიტიკურ ჩიხში მოაქციეს“

ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას – ირაკლი ღარიბაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს

„ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“