ფილოსოფოსი მიხეილ გოგატიშვილი სოციალურ ქსელში დღეს საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმიანება და წერს, რომ ქართული პოლიტიკური საზოგადოება ვერა და ვერ გამოვიდა პოლიტიკური ბავშვობის ასაკიდან.
„სიძულვილი პოლიტიკაში ყველაზე წამგებიანი მოტივია; მით უმეტეს, როცა პოლიტიკური მოქმედება სიძულვილის საფუძველზეა აგებული. რასაც 2012 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, ეს არის სამოქალაქო სიძულვილის მიზანმიმართული გაღვივება, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ გოგატიშვილი.
რა თქმა უნდა, ძირითადი აქტორები ამ დაპირისპირებაში ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნებაა და ვერც ერთი ძალა ვერ გაექცევა სამოქალაქო სიძულვილის გაღვივების ამ პასუხისმგებლობას (მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაშია).
ორივე ძალა ისეთი შეუწყნარებელი იყო ერთმანეთის მიმართ, რომ ერთმანეთი პოლიტიკურ ჩიხში მოაქციეს. ის რაც მოხდა, სრულიად ლოგიკური შედეგია ამ სამოქალაქო სიძულვილის გაღვივებისა. სწორედ ეს სამოქალაქო სიძულვილი აიძულებს მოქმედ აქტორებს, გავიდეს საღი აზრის სივრციდან და ყოვლად მიუღებელი გადაწყვეტილებები მიიღოს (სამწუხაროდ, ამ სამოქალაქო სიძულვილის გაღვივების შედეგები ჩვენ ნანახი გვაქვს).
პოლიტიკა ისეა რადიკალიზებული, რომ უფრო და უფრო ნაკლები ველი რჩება პოლიტიკური შეთანხმებისათვის. ყველაზე მძიმე შედეგი ამ დაპირისპირებისა ის იქნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო დაინახავს – ქართული პოლიტიკური საზოგადოება შეთანხმებაზე ორიენტიენტირებული საზოგადოება არ არის.
დასავლური პოლიტიკური საზოგადოებისათვის ძირითადი შეთანხმების ობიექტი ძალის ფაქტორზე შეთახმებაა – თუ როგორ იქნება ის გამოყენებული. ყველა შემთხვევაში ეს გულისხმობს პროპორციულობის პრინციპის დაცვას. ხოლო სახელისუფლებო ძალის ფაქტორის გამოყენება მეორე პოლიტიკური ძალის (თუნდაც არასწორ პოზიციაზე მდგომი პოლიტიკური ძალის) დასაჩაგრავად ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება შეწყნარებული, – ხელისუფლებაში ყოფნა უკვე ნიშნავს შენს უპირატეს მდგომარეობას და მეტ პასუხისმგებლობას.
დასავლური სამყაროს პოლიტიკურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური საზოგადოება ვერა და ვერ გამოვიდა პოლიტიკური ბავშვობის ასაკიდან“, – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი მიხეილ გოგატიშვილი.
ამავე თემაზე:
„ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა“
ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას – ირაკლი ღარიბაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს
„ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.