დღეს, ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ მათ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დაიცვეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.
„ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. მე შევახსენებ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო ბაკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დღეს დილით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, ეს უკავშირდება სწორედ პარლამენტის შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული და იქნება ყველა ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებისას გამოყენებულ მეთოდები არის დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელი.
„რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა დასაშვებია მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.
„რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენ ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ. ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გომელაურს და მთელს პოლიციას. ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამავე თემაზე:
„ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა“
„ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთი პოლიტიკურ ჩიხში მოაქციეს“
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს
„ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.