15 თებერვლიდან მთელ საქართველოში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის რეკომენდაციები განაახლა.
ახალი რეკომენდაციების შესაბამისად:
სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას. დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე.
37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან.
სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით.
მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას ერთმეტრიანი დისტანცია.
მოსწავლემ საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით. გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით. საკვების მიღებამდე და შემდეგ აუცილებელია დაიბანოს ხელები.
ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი უნდა დარჩეს სახლში.
მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.
მასწავლებლებმა უნდა დაიცვან შემდეგი რეკომენდაციები:
მოსწავლეთა მშობლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის.
აღნიშნული სერვისის მისაღებად, მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ონლაინრეგისტრაციის გზით https://online.emis.ge -ზე
სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს მუშაობა დისტანციურ ფორმატში განაგრძონ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.