მერის მოადგილის თანამდებობა დავით დევდარიანმა დაიკავა.
ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოვიპოვეთ.
დავით დევდარიანი 2016 წლის ბოლოდან მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2013-2014 წლებში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად, 2014-2016 წლებში კი გამგებლის მოადგილედ.
მერის ახალ მოადგილეს უფლებამოსილების სფეროდ საზედამხედველო და ინფრასტრუქტურული მიმართულებები განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა პირველ მოადგილედ 27 ნოემბერს ვარლამ ჭიპაშვილი დანიშნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან ინტერვიუში მესამე მოადგილის დანიშვნასაც განიხილავდა.
დანიშნავს თუ არა მესამე მოადგილეს და როდის, – ამ შეკითხვით მერს მივმართეთ.
„მესამე მოადგილის დანიშვნის მომხრე ვარ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – იმ შემთხვევაში, თუ სახელფასო ფონდში გათვალისწინებულ თანხაში ჩავეტიეთ და კანონით დადგენილი შტატების საერთო მოცულობას არ გავცდით, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ.
მესამე მოადგილეს ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება დაევალება. ამ სფეროს თემურ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა. მისი საქმიანობით უკმაყოფილო არ ვარ. ამიტომ თუ დღის წესრიგში დადგება ამ მიმართულებით მოადგილის დანიშვნის საკითხი, თემურ ჩხეიძის დანიშვნას, მისი თანხმობის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი