

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის ახალარჩეულმა მერმა კობა ლურსმანაშვილმა პირველი მოადგილე დანიშნა.
ეს პოსტი ბაზალეთის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა დაიკავა.
როგორც თავად ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, მას სავარაუდოდ, საფინანსო-საბიუჯეტო, შესყიდვების, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხების კურატორობა დაევალება.
ვარლამ ჭიპაშვილი პროფესიით იურისტია. ის 2014 და 2017 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბაზალეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვარლამ ჭიპაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
ხარაგაულის მერს, ჯერჯერობით, სხვა მოადგილეები არ დაუნიშნავს.
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 24 ნოემბერს შეუდგა.
ხარაგაულში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მერის რიგგარეშე არჩვენებიც გაიმართა. მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკო თოფურიძემ თანადებობა 2020 წლის 13 ივლისს დატოვა.
ნინო კაპანაძე
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.