

ბოლო სამი დღის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსი 9 ხარაგაულელს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, ბორითში, ვარძიასა და ვახანში.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ შმაგი ხიჯაკაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 1 ზესტაფონის კოვიდცენტრში, 3 – ხარაგაულის კოვიდცენტრში, ხოლო დანარჩენები – ბინაზე მკურნალობენ.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 133 პირი იმყოფება. თუმცა, ახალი შემთხვევების კონტაქტების მოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
„კორონავირუსის მსუბუქი და საშუალო ფორმებით დაავადებული პაციენტები ბინაზე მკურნალობენ. ამიტომ ტემპერატურისა და გაცივების სიმპტომების დაფიქსირებისას დაავადებული სახლში, თვითიზოლაციაში, უნდა დარჩეს და ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს“, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.
შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თერთმეტი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში კი სასწავლო პროცესის განახლება 24 ნოემბრამდე გადავადდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,