

ხარაგაულში, სოფელ ლეღვანში მცხოვრებ 82 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ხარაგაულში ამ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 82 წლის ინფიცირებულს კორონავირუსი რძლისა და შვილიშვილებისგან გადაედო. ისინი ახლახან ლეღვანში თბილისიდან ჩამოვიდნენ.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ათი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ეპიდემიოლოგ გულნაზი ვეფხვაძის ინფორმაციით, 82 წლის ინფიცირებული მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს, რადგან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ინფიცირებულს მხოლოდ სახსრების ტკივილი აწუხებს.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც სახსრების ძლიერი ტკივილის გამო გამოიძახეს, – ამბობს გულნაზი ვეფხვაძე, – 82 წლის ქალი ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. დღეს დილით მას კორონავრუსი დაუდასტურდა, თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, რადგან კოვიდინფიცირებულს სხვა ჩივილები არ აქვს და დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, ბინაზე დააბრუნეს“.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი