საოცარია ბუნება… დიახ,საოცარი!

წელიწადის ნებისმიერ დროს ალამაზებს ბუნების პეიზაჟი….

აბა, წარმოვიდგინოთ გაზაფხული… იფ,იფ, რა ლამაზია კვირტებდაბერილი მცენარეები, ყვავილთა „აფეთქება“, საოცარი სურნელი რომ დატრიალდება ხოლმე გარშემო!

მერე ზაფხული… დედამიწას ჩრდილის ქოლგებს დააფარებენ ხოლმე ხეები, ამაყად გაშლილი ტოტებით… მაშველებივით უხმობენ გასაგრილებლად მდინარეები ადამიანებს, ცხოველებს. ანკარა წყაროები თავს იწონებენ…

ოქროსფერი შემოდგომა?! ყოველთვის მიკვირს, როგორ შეუძლია მას ამდენი გასაოცარი ფერი შექმნას?! როგორ შეუძლია იყოს ასეთი მორთული და მოკაზმული?!

მერე ზამთარი… დაბარდნილი მთა-ბარი… თეთრ ჩოხებში გამოწყობილი ხეები.. პატარძლებივით მორთული მცენარეები…

საოცარია ბუნება… დიახ, საოცარი!

მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ, ადამიანები ბევრს ვცოდავთ მის წინაშე…

ჩვენი უგუნურობითა და დაუდევრობით, ჩვენსავე კეთილდღეობას ვანადგურებთ…

ოხ, ღმერთო! ნეტავ, გვაპატიებ?!

დედამიწავ, შეუნდე ადამიანს გაჩეხილი ტყეები… შეეუნდე ჩვენს დახშულ ყურებს ხეთა კვნესა რომ არ ესმით… შეუნდე გულქვაობა, შეუნდე!

ნაგავსაყრელად ქცეული მდელოები, მდინარეები, ტბები და ტყეები გვაპატიე, უფალო!

გამოსავალი?

გამოსავალი ისევ ჩვენშია! რამდენადაც დავიცავთ და გავუფრთხილდებით ბუნებას, იმდენად  შევძლებთ ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილებას!

ლალი ტაბატაძე

მარელისის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე

ამავე თემაზე