

ცოფის პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ავთო ვეფხვაძის ინფორმაციით, წელს ხარაგაულში ცოფზე 3600-მდე ცხოველი – ძაღლი და კატა აიცრა.
„გაზაფხულიდან ვიწყებთ ხოლმე ცხოველთა ვაქცინაციას. ხარაგაულში, ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში მიდიან ჩვენი სპეციალისტები. ცოფი განსაკუთრებით საშიში დაავადებაა და ლეტალობით მთავრდება, – ცხოველი დაავადდება თუ ადამიანი. მისი პრევენციისთვის ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკური ვაქცინაცია აუცილებელია. მოსახლეობა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყოს“.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება. ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მონაცემებით, ცოფისაგან ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ ადამიანებისა და მისი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს