მოსახლეობასთან პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრები მიმდინარეობს.
„ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში ანი მიროტაძე 14-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეხვდა.
რა პრობლემებს ხედავენ ხარაგაულში და რა შეიძლება გაკეთდეს მათ მოსაგვარებლად, – მარელისის ხერგილზე შეკრებილმა ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები გააცნეს.
როგორ გავხადოთ ხარაგაულში ცხოვრება უფრო მიმზიდველი, როგორ გავაცნოთ მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილები და ამ კუთხის საინტერესო ადამიანები დანარჩენ საქართველოს, – ამ თემებზე მსჯელობისას რამდენიმე საინტერესო იდეა გამოიკვეთა.
„ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ახალგაზრდები სამოქალაქო პროცესებში აქტიურად ჩაერთონ, – ამბობს „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ხარაგაულში ინგა მაღრაძე, – ცვლილებები სწორედ მომავალი თაობიდან უნდა მოდიოდეს და პოლიტიკოსები მათთან ერთად საერთო ხედვებზე უნდა შევჯერდეთ“.
– ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არავითარი შემოსავალი და სარგებელი არ მიუღია, – ამბობს მარელისელი ლიზა მაღრაძე, – ამიტომ მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა ისე განვითარდეს, რომ ტურისტები პარკში ხარაგაულიდან შევიდნენ.
ხარაგაულის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულები კულტურულ, სპორტულ თუ სხვა სახის ღონისძიებებში, – ამბობს ხარაგაულელი გიგა ხიჯაკაძე. მისი სურვილია, ხარაგაულში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდეს.
ხარაგაულში ბევრი ღირსშესანიშნავი და საინტერესო ადგილის პოპულარიზაციაზე ზრუნვა მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ საკითხად ვარძიელ საშიკო ხიჯაკაძეს. ის ამბობს, რომ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების, აკადემიკოსებისა თუ პროფესორების მშობლიური სოფელი ფარცხნალი მუზეუმად უნდა გამოცხადდეს.
„ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ანი მიროტაძემ ახალგაზრდების იდეების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ ხარაგაულის ცნობადობის გაზრდის და მისი განვითარების პროცესში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
– როგორ განვავითაროთ ხარაგაული, – დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ეს იქნება ჩემი ძალიან სერიოზული მიზანი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში და ამას ხარაგაულელებთან ერთად მივაღწევ, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.
„მთავარია, კარგ იდეებს სწორი მიმართულება მისცეთ, – აღნიშნა ახალგაზრდებთან შეხვედრისას „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნოდარ ებანოიძემ, – პარლამენტარს ნუ მოსთხოვთ გზის კეთილმოწყობას, მაგრამ მოსთხოვეთ, რა კანონი მიიღო ახალგაზრდების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, რას აკეთებს იმისთვის, რომ პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ან კონკრეტულ კანონპროექტზე მხარდაჭერით რა და როგორ შეიცვლება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში“.
ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა უახლოეს მომავალში, ფარცხნალში, „გალაკტიონის ცაცხვთან“ შეკრება და იქ პოეზიის საღამოს გამართვა დაგეგმეს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
სახელისუფლო პარტიის კანდიდატები ხარაგაულში მოსახლეობას ხვდებიან
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.