

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ეს დღე მსოფლიოს 197 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველომ 1996 წელს მოაწერა ხელი ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებათა შესახებ.
ამ დღესთან დაკავშირებით „ეკოლიდერებისთვის“ და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ვებინარი „ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში“ ჩატარდა.
წელს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე ვენის კონვენციის 35 წლის იუბილეს და ოზონის შრის დაცვის 35 წლიან საერთაშორისო თანამშრომლობას და მიღწეულ წარმატებებს მიეძღვნა.
დისტანციური შეხვედრა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
ვებინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის“ ორგანიზებით ჩატარდა.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების