ხარაგაულის საკრებულოს არათანამდებობის მქონე წევრებზე 2017-2018 წლებში ხარჯების სახით 204 100 ლარი გაიცა. მათზე ეს თანხა საკრებულოს დადგენილებით გაიცემა და ყოველთვიურ ზღვრულ ოდენობად 397 ლარია განსაზღვრული.
დეპუტატებზე თანხები იცემა დოკუმენტებით, რომლებიც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მომზადებულ ანგარიშში, – ძირითადად, საკრებულოს წევრებზე ყოველთვიურად იცემა ფიქსირებული თანხა, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობით – 397 ლარი.
რითაა განპირობებული, რომ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების დეპუტატებს ზუსტად იდენტური დანახარჯები აქვთ და ასევე – თითოეული დეპუტატი უფლებამოსილების განსახორციელებლად ერთსა და იმავე თანხას, თანაც ზღვრულ ოდენობას – 397 ლარს ხარჯავს, – ამ შეკითხვებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღო.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი