ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 2017-2018 წლებში 138 800 ლარის 69,6 ტონა საწვავი გახარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ 180-ზე მეტ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა 7 000 ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებისას (თბილისი, გორი, ქუთაისი, ლანჩხუთი და სხვ.) რაც არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას, მივლინებას ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. გარდა ამისა, 1400 ლიტრზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს.
ასევე გამოვლინდა, რომ ცალკეულ ავტომანქანებზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. უფრო მეტიც, – ხშირ შემთხვევაში, ავტომანქანაში ერთჯერადად ჩასხმული საწვავის ოდენობაც კი აღემატება საწვავის ავზის მოცულობას, მაგალითად: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომერი: RBS-989, 2017 წლის 6 ივნისს ერთჯერადად ჩასხმულია 167 ლიტრი საწვავი. ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა კი 40 ლიტრია.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით AI-133-AA 2018 წლის პირველ ივნისს საწვავი ჩასხმულია ორჯერ: 12:56 სთ-ზე – 196 ლიტრი, ხოლო 16:00 სთ-ზე – 40 ლიტრი. ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 60 ლიტრია და ა.შ.
ააიპ „ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 2017-2018 წლებში 138,6 ათასი ლარის ღირებულების 68,5 ტონა საწვავი დახარჯა. ზემოთაღნიშნული დარღვევები ამ სამსახურის შემთხვევაშიც გამოვლინდა; მაგალითად: „ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაში (AEL-470) 2017 წლის 11 იანვარს ერთჯერადად ჩასხმულია 75 ლიტრი საწვავი. ავტომანქანის საწვავის ავზი 40 ლიტრიანია. ამავე სამსახურის ავტომანქანაში (DZD-043) 2017 წლის 29 დეკემბერს საწვავი ჩასხმულია 4-ჯერ: 10:33 სთ-ზე – 96 ლიტრი, 10:55 სთ-ზე – 71 ლიტრი, 11:05 სთ-ზე – 90 ლიტრი, ხოლო 11:17 სთ-ზე – 66 ლიტრი. ავტომანქანის საწვავის ავზი კი 80 ლიტრიანია.
P.S. თუ ავტომანქანა 100 კმ-ზე 15 ლიტრ საწვავს ხარჯავს, მაშინ 69,6 ტონა საწვავით დედამიწას (ეკვატორის სიგრძე 40 075 კმ-ია) თერთმეტჯერ შემოვუვლით. გამოდის, რომ ხარაგაულის თვითმმართველობამ 2017-2018 წლებში დედამიწას თერთმეტჯერ შემოუარა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი