

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშობა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობდა.
აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად მიზნებს კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების განვითარება წარმოადგენს.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული მენეჯერის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული