
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს საპროტესტო ნოტით მიმართავს ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად ჩაითვალოს.
„მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი.
მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“, – ნათქვამია მაკა ბოჭორიშვილის უწყების საპროტესტო ნოტაში.
აქვე აღნიშნულია, ეუთოს თავმჯდომარის ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას.
ელინა ვალტონენი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, იმყოფებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, საოკუპაციო ხაზთან, გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა განრიგში ცვლილებების გამო და საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა ვიზიტით.
საპროტესტო ნოტამდე, რუსთაველის გამზირზე მის მისვლას და დემონსტრანტების მხარდამჭერი ვიდეოს გამოქვეყნებას, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა.
მათ შორის, თავად ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ეუთოს თავმჯდომარე რუსთაველზე მყოფ „50 აკაცუკთან“, „კანონსაწინააღმდეგო მიტინგზე“, „51-ე აკაცუკად“ მივიდა და თითქოს, მასთან შეხვედრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება „ოცნებამ“ მიიღო.
ამ განცხადებიდან საათების შემდეგ გახდა ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ სინამდვილეში შეხვედრა თავად ელინა ვალტონენმა გააუქმა, ილჰამ ალიევთან დაგეგმილი ვიზიტის დროში გადმოწევის გამო.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ ეუთოს თავმჯდომარე შსს-მ რუსთაველზე მისვლის გამო, გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა. მანამდე კი გავრცელდა ლინა ვალტონენის მიმართვა ირაკლი კობახიძისადმი.
კლიმატის ცვლილება დღეს ფაქტია და ამაზე არავინ დავობს.
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს საპროტესტო ნოტით მიმართავს ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით […]
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბერს
ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა