
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა შეემატა. სკოლამ 9-წლიანი ავტორიზაცია მოიპოვა, მონიტორინგის გარეშე.
სააავტორიზაციო საბჭოს შეფასებით, სკოლა აკმაყოფილებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვეფხვაძე ამბობს, რომ მიღწეული შედეგი მთელი სასკოლო საზოგადოების დაუღალავი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ერთ კვირაში გაირკვევა, თუ რომელი სკოლები ჩაერთვებიან ხარაგაულიდან 2026-2027 სასწავლო წელს ავტორიზაციის პროცესში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ავტორიზაცია 2023 წელს ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიამ, მარელისის, ვერტყვიჭალისა და კიცხის საჯარო სკოლებმა გაიარეს, 2024 წელს ავტორიზაცია გაიარეს ხარაგაულის #3 და ხევის საჯარო სკოლებმა.
კლიმატის ცვლილება დღეს ფაქტია და ამაზე არავინ დავობს.
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა შეემატა. სკოლამ 9-წლიანი ავტორიზაცია მოიპოვა, მონიტორინგის გარეშე. სააავტორიზაციო საბჭოს შეფასებით, სკოლა აკმაყოფილებს […]
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბერს
ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა