

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს განვითარებული მეწყერის გამო პროექტის ცვლილების საკითხი განიხილება.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ადმინისტრატორის სოფო ხიდაშელისგან მოპოვებული ინფორმაციით, ზვარეში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო დერეფანი, სავარაუდოდ, შეიცვლება.
„გეოლოგიური კვლევები ჩინურმა კომპანიამ განახორციელა, – ამბობს სოფო ხიდაშელი, – ამჟამად გეოლოგიური ჭაბურღილიდან ამოსული მასალების ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. საბოლოო ანგარიშის მიხედვით დადგინდება, შეიცვლება თუ არა სამშენებლო დერეფანი.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ზესტაფონი-ხარაგაულის სარკინიგზო მაგისტრალზე, სადაც არსებული სარკინიგზო ხაზის გასწვრივ შენდება ახალი ხაზი. ხარაგაული-მოლითის მონაკვეთი, ჯერჯერობით, ამოვარდნილია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტიდან; ხოლო მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო მაგისტალზე მთავარი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მეშვიდე და მერვე გვირაბების დამაკავშირებელი და მერვე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალების მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე სადგურ მოლითთან ეწყობა ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც საბოლოოდ ანეულას უნდა დაუკავშირდეს“.
თამთა გოგოლაძე
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული