
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს მიწის რეგისტრაცია გაუმარტივდებათ.
რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომლის ვადაც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, უვადოდ იმოქმედებს. სხვადასხვა მომსახურება 2022 წლის 1 იანვრამდე უფასო იქნება.
✅ 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით.
✅ მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ იმ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის.
✅ რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;
✅ მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე;
✅ შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ ოჯახების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.
✅ 2022 წლის 1 იანვრამდე უფასო იქნება
● დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
● გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
● სანოტარო მედიაცია;
● მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
● ფაქტების კონსტატაცია;
● მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილების დარეგისტრირება;
● სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
✅ მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწად მიიჩნევა, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწები, ნაცვლად 1994 წლის შეზღუდვისა.
✅ სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს.
► რეფორმის ამოქმედების შემდეგ, 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.
✅ იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწის რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი კანონპროექტი 2019 წლის 7 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი