2019 წლის 25 ნოემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
დღემდე სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდებოდა თბილისში მოქმედ საგამოცდო ცენტრში. წელს კი დამატებით გაიხსნა ახალი საგამოცდო ცენტრი ქუთაისში. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების ადგილად, სურვილისამებრ, შეარჩიონ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრი.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა ელექტრონული ფორმით დისტანციური რეგისტრაცია განხორციელდება 2019 წლის 4 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამა გააქტიურდება 4 ნოემბრის 10:00 საათიდან სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.
რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრებს, 2019 წლის 4 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ – კვირის და უქმე დღეების გარდა, შემდეგ მისამართებზე:
საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 261 21 11 (17)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი