

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე, ბორითის თემის სოფლებში სოფელი ციხისძირი დაარეგისტრირა.
ხარაგაულის თვითმმართველობამ ციხისძირის მუნიციპალიტეტის რეესტრში დამატება სამი თვის წინ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში სოფელ ციხისძირის ჩართვის კანონიერებით საკრებულოს წევრები და მედია დაინტერესდნენ.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ბორითის თემში სოფელი ციხისძირი 2006 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სსიპ-ად დარეგისტირებისას, ასევე – ხარაგაულის გამგეობის 2014 წლის დებულების შემუშავებისას გამორჩათ.
ციხისძირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 77-ე სოფელია.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა