ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ნუსხაში გამორჩენილი სოფლებისთვის, – ანიულა, მირონწმინდა და „ციხისძირი“ – დამატებით 30 ათასი ლარი მიიღო.
სოფელი „ციხისძირი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერში არ არის.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ „კომუნისტების ეპოქაში სოფელი ციხისძირი ბორითის თემის შემადგენლობაში შედიოდა“ და ამის დასტურად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისგან გამოცემულ ცნობარს „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1987 წლის 1 იანვრის მდგომარეობით“ წარმოადგენს.
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ 1987 წელს გამოცემულ ამ ცნობარში აღნიშნულია, რომ 1987 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ორჯონიკიძის რაიონის (დღევანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) ბორითის სასოფლო საბჭოსადმი დაქვემდებარებულ სოფლებს შორის ერთ-ერთი არის ციხისძირი.
ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, ია პაქსაშვილის ინფორმაციით, ამჟამად „ციხისძირს“ სოფელ ბორითის ანგარის უბანს უწოდებენ და იქ 15 ოჯახი ცხოვრობს.
-მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების დაფინანსების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არავინ უნდა თქვას, რომ ხარაგაულის საკრებულოში ვინმეს ძინავს, – აღნიშნა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა, – მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის #654 დადგენილების პირველი მუხლის ბ ქვეპუქტით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისას, მუნიციპალიტეტის მერს აქვს უფლება, რომ მიმართოს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს კონკრეტული დასახლების მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, მაგრამ ეს დასახლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტების რეესტრში რეგისტრირებულია. სად იპოვა 2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელი ციხისძირი?
-მთავრობის დადგენილების წინააღმდეგი ხარ? – მიმართა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ვარლამ ჭიპაშვილს სხდომაზე, – ციხისძირი არის სააქტო ჩანაწერებში. მერიამ წარმოადგინა კრების ოქმი და იქ 18 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის რეესტრში ცვლილებაა შესატანი და ამაზე ვიზრუნებთ.
ვარლამ ჭიპაშვილი: -მთავრობის ეს დადგენილება საარქივო ჩანაწერებს არ ითვალისწინებს.
გამომცემლობა „ჩემი იმერეთისგან“ სამოქალაქო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, სოფელი „ციხისძირი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მისამართების ჩამონათვალში არ არის. „სოფელ ციხისძირში“ არც ერთი ამომრჩეველი რეგისტრირებული არ არის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა რეესტრში დღევანდელი მდგომარეობით არარსებულ სოფელ ციხისძირში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 10 ათასი ლარის გახარჯვას აპირებს.
დღეს, 31 მაისს, ხარაგაულის საკრებულომ ცვლილება შეიტანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ განკარგულებაში.
3 ივნისს შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილების განხორციელებაა დაგეგმილი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი