20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში, „დევების სკვერში“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრებთან შეხვედრით დაიწყო. მათ წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ წარსდგა.
ამის შემდეგ ღონისძიება ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაგრძელდა. აქ ხარაგაულისთვის დამახასიათებელი რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის სოფლებიდან შემოდგომისთვის დამახასიათებელი ნობათი იყო წარმოდგენილი. იქვე მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი და სპორტული სივრცეები, ძველი ხარაგაულის ფოტოებისა (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი) და ცნობილი მხატვრების მიერ ხარაგაულის ხედებზე შექმნილი ფერწერული ტილოების გამოფენები, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრისა და ტურიზმის კუთხეები, ხარაგაულელი მწერლების წიგნები.
„ხარაგაულობაზე“ გაიმართა კონცერტი ქორეოგრაფიულ ანსამბლების „უბისისა“ და „მთიელის“, მუსიკალური ანსამბლების „ხარაგაულის ხმებისა“ და „ხარაგაულის კვარტეტის“ მონაწილეობით. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები, ფოლკლორული ანსამბლები „საუნჯე“ და „ოდილა“.
ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივების გარდა, „ხარაგაულობაზე“ საოპერო სცენის ვარსკვლავებისა და „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტი გაიმართა.
„ხარაგაულობაზე“ „ხარაგაულის საპატიო მოქალაქეები“ დაასახელეს:
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების მიხედვით, „საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭება პიროვნებას, მისივე წერილობითი თანხმობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისთვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ხარაგაულელთა ყველა თაობისათვის.
საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისთვის. დაუშვებელია, საპატიო წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინონ – კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები.
„ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდებას ანიჭებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობებს განიხილავს მერის ბრძანებით შექმნილი კომისია. ამ კომისიის თავმჯდომარეა იუზა კელენჯერიძე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად გავარკვიეთ, რომ „ხარაგაულობისთვის“ ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სცენის მომსახურება 1 550 ლარი დაგვიჯდა, 8 500 ლარი – „თეატრალური კვარტეტის“ მომსახურება, 4 950 ლარი – საოპერო მომღერლების მომსახურება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, 5 100 ლარი გადაიხადა „საპატიო ხარაგაულელების“ 15-15 ცალი მედლის, დიპლომებისა და მოწმობების შესასყიდად და ასევე 150 ლარი – „საპატიო ხარაგაულელების“ დიპლომებისა და სერტიფიკატების ბეჭდვის მომსახურებისთვის; 321 ლარი – ფოიერვერკისა და თაიგულებისთვის.
„ხარაგაულობის“ ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში, „დევების სკვერში“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრებთან შეხვედრით დაიწყო. მათ წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ […]
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი