

„ჟურნალისტმა უნდა მოძებნოს ყველა გზა, რათა დაიცვას მთავარი პრინციპი – „არ ავნო“. ეს არ არის ქველმოქმედება, ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ზიანი მოიტანოს“, – გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების შესახებ მომზადებულ ისეთ მასალებზე, რომლებშიც ამ ბავშვების იდენტიფიცირება ხდება და ისინი ქველმოქმედების ობიექტებად არიან წარმოჩენილი.
ასეთი მასალები ონლაინ მედიის ნაწილსა და სხვადასხვა საიტებსა და ჯგუფებში, პერიოდულად, ვირუსულად ვრცელდება. ხშირ შემთხვევებში ინფორმაცია ზედაპირული და ცალმხრივია, არასრულწლოვნები ყვებიან როგორ ენატრებათ საჭმელი, ტკბილეული, ტირიან… გვაჩვენებენ მათ განცდებს, სახეებს ახლო კადრებით.
მაგალითად, ბოლო რამდენიმე დღეა, ონლაინ მედიის ნაწილსა და სხვადასხვა საიტზე, აქტიურად ვრცელდება მასალა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგოზე, რომელმაც საკვების ფულის საშოვნელად თმა გაყიდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,