
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასტიკად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობას ჟურნალისტებზე პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
დაუსჯელობა მოძალადეებს ახალისებს და ახალ-ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყველა დაზარალებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს.
8 სექტემბერს, საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს, რომლებიც კახა კალაძის შტაბის წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას აშუქებდნენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ჟურნალისტები მოძალადეებისგან არ დაიცვა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეურაცხყოფა თავადაც მიაყენა.
დაშავდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მიზეში. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ლასლო „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, რომ მას ჯერ ტელეფონი წაართვეს, მერე კი სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავდამსხმელებს უთხრა, რომ ჟურნალისტი და უნგრეთის მოქალაქე იყო.
„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციელმა მას შეაგინა და მუშაობაში ხელი შეუშალა. ქეთევან ხუციშვილი „ნეტგაზეთის“ ფეისბუქლაივში მუშაობდა, რა დროსაც დაინახა, თუ როგორ წაართვეს ტელეფონი „პუბლიკის“ ჟურნალისტს. ის მივიდა შტაბთან და იღებდა, თუ როგორ აგინებდნენ შტაბიდან გამოსულები მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მასაც დაემუქრნენ ტელეფონის წართმევით და არაერთხელ შეაგინეს.
ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადეს „პუბლიკის“ ორ ჟურნალისტზე – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეზე. ალექსანდრე ქეშელაშვილმა ტელეფონი მოგვიანებით კოლეგის დახმარებით დაიბრუნა. „პუბლიკა” ჯერ ისევ ეძებს მეორე ტელეფონს. მან მოუწოდა პირს, რომელმაც ქეთო მიქაძეს ტელეფონი წაართვა, ის რედაქციისათვის დაებრუნებინა.
ალექსანდრე ქეშელაშვილი „მედიაჩეკერს“ ეუბნება, რომ მას და „პუბლიკის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს [ქეთო მიქაძეს] ტელეფონები ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვეს.
პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს დამფუძნებელს მარიამ ნიკურაძესაც. მან „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მას თავზე მთელი ბოთლი წყალი დაასხა. პოლიციამ კი, იმის ნაცვლად რომ მოძალადე შეეკავებინა, მარიამ ნიკურაძეს ურჩია, სიტუაციას გარიდებოდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასტიკად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობას ჟურნალისტებზე პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე და შინაგან […]
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ